fbpx
პოლიტიკა

100, 000 ევრო საბერძნეთს ალბანეთიდან, დაშავებულთა დასახმარებლად!

მაკედონიის შემდეგ, რომლის ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 97, 000 ევროს გადმორიცხავს, ინიციატივა ალბანეთის რესპუბლიკამ გამოიჩინა. აღმოსავლეთ ატიკის მოსახლეობას მეზობელი ქვეყანა 100, 000 ევროთი დაეხმარება. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.

ის, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, ალექსის ციპრასს თანაგრძნობას უცხადებს, ხოლო ბერძენ ხალხს, გვერდით დგომას ჰპირდება: “ალბანეთი ძალიან ახლოს გრძნობს თავს მეზობელ საბერძნეთთან. ტრაგიკულია, რომ ადამიანებმა თავიანთი ოჯახის წევრები დაკარგეს და ამ მტკივნეული შედეგების წინაშე დადგნენ. ალბანეთის მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა გადაწყვეტილება, თანხის დონაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სახით სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ძმებს.”

აღსანიშნავია, რომ ხანძარში ალბანეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორ მათგანს ჯერ კიდევ ეძებენ.

 

onalem

ტესტ