fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტი ორშაბათს, 13 ივნისს?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, 13 ივნისს, მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები ათენში ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით, რეისები განხორციელდება გაცილებით ნაკლები სიხშირით, ვიდრე ჩვეულებრივ.

კერძოდ, ΣΤΑΣΥ-ს მიხედვით, 13 ივნისს მეტრო და ტრამვაი შემდეგნაირად იმოძრავებენ:

მეტროს 1-ლი ხაზი (ილეკტრიკო/ტრენო) იმოძრავებს ყოველ 10,5 წუთში ერთხელ.

მე-2 და მე-3 ხაზი 06:00 საათიდან 17:30 საათამდე იმოძრავებს ყოველ 5 წუთში ერთხელ, 17:30 საათიდან ყოველ 6 წუთში ერთხელ, ხოლო 20:00-დან 00:20 საათამდე ყოველ 10 წუთში ერთხელ.

აეროპორტიდან და აეროპორტამდე მოძრაობის სიხშირე არ შეიცვლება.

ტრამვაი 05:30 საათიდან 22:00 საათამდე იმოძრავებს ყოველ 12 წუთში ერთხელ, ხოლო 22:00 საათიდან 00:30 საათამდე ყოველ 15 წუთში ერთხელ.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, არ დაფიქსირდება ცვლილებები ტროლეიბუსებისა და ავტობუსების მოძრაობის სიხშირესთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ