fbpx
საბერძნეთი

ახალი წელი და ახალი ზომები – საბერძნეთის მთავრობა 16 იანვრამდე კიდევ გეგმავს შეზღუდვებს

შედეგებს, რომლებსაც უქმე დღეები მოიტანს საბერძნეთში, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ვიხილავთ. შესაბამისად, დაახლოებით 10 დღეში ექსპერტებს ექნებათ ეპიდმდგომარეობის შეფასების საშუალება. პარალელურად, გრძელდება შეხვედრები პრემიერის სასახლეში, სადაც განიხილება “ომიკრონის” შეკავების საშუალებები.

პროფესორთა განცხადებით, ამჟამად საბერძნეთს ორი მუტაციის ტალღა უტევს: “დელტა” და “ომიკრონი”. თუმცა, მეტ შეშფოთებას “დელტა” იწვევს, ვინაიდან “ომიკრონი” მსუბუქი ავადობით ხასიათდება და არ ფიქსირდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე.

არსებული ცნობებით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ახალი ზომები 16 იანვრამდე გამოცხადდეს, გადაწყვეტილებები კი, მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე უნდა იქნას მიღებული.

ამჟამად საბერძნეთში მოქმედი ზომები შემდეგია:

1. სარესტორნო სფეროს დაწესებულებები მუშაობენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე.

2. იკრძალება მუსიკა და კლიენტების ფეხზე მდგომ მდგომარეობაში მომსახურება. დასაშვებია მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა, მაქსიმუმ 6 ადამიანი ერთად.

3. კატეგორიულად იკრძალება წვეულების მოწყობა კერძო ან საჯარო სივრცეში.

4. საჯარო ტრანსპორტის, სარესტორნო სფეროს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე.

5. სტადიონებზე დაიშვება მაყურებელთა მხოლოდ 10%.

6. მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში ვიზიტი დასაშვები იქნება 48 საათიანი PCR ტესტით, საავადმყოფოებში კი, აკრძალულია ვიზიტორთა მიღება.

7. საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადავა თანამშრომელთა 50%, ასევე იმოქმედებს მოძრავი/ცვალებადი გრაფიკი.

onalem

ტესტ