fbpx
საბერძნეთი

“აუცრელები უნდა იკეტებოდნენ, ვაქცინირებულები კი, ცხოვრებას ვაგრძელებდეთ” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პროფესორმა, თეოდორს ვასილაკოპულომ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ხაზგასმით განაცხადა, რომ კარანტინში აუცრელები უნდა შევიდნენ და არა მთელი ქვეყანა.

“იმის ნაცვლად, რომ ჩვენ, ვინც ვაქცინირებულები ვართ, ვიკეტებოდეთ, ჩვენი ჯიუტი თანამოქალაქეების დასაცავად, რომელთაც არ სურთ აცრა, თავად აუცრელები უნდა იყვნენ კარანტინში. ვაქცინირებულები ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში უნდა ვაგრძელებდეთ, ვინაიდან ჩვენთვის ეს უბრალო გაციებაა, ხოლო ისინი, ვინც აბსოლუტურად დაუცველნი არიან, უნდა ზღუდავდნენ თავიანთ გადაადგილებას და საქმიანობას, რომ დაცულები იყვნენ, ვიდრე ლოგიკურ ნაბიჯს გადადგამენ და აიცრებიან. სხვა გამოსავალი არ არსებობს!

რაც შეეხება სკოლებს, 100%-ით უნდა გაიხსნან 10 იანვარს, მშობლებმა ბავშვები უნდა აცრან, როგორც მე ჩემი ავცერი, ხოლო მოხუცებმა უნდა შეზღუდონ თავიანთი აქტიურობა.

შეუძლებელია საზოგადოება მუდმივად უმოქმედო იყოს, ეკონომიკურად, საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ბაბუ ჯიუტია და არ უნდა, რომ ვაქცინა გაიკეთოს. სკოლა არის სოციალიზაციის წყარო, არ შეიძლება ბავშვი კომპიუტერზე იყოს მიწებებული.

მაგრამ ეს მესიჯი არასწორად არ უნდა იქნას გაგებული. ახლა, როცა ვირუსი ნაკლებად აგრესიულია, თუ ყველა ავიცრებით, დავამარცხებთ მას! ეს არის სწორი მესიჯი, რომელიც მოსახლეობამდე უნდა მივიდეს!” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ