fbpx
საბერძნეთი

“სავალდებულო ვაქცინაცია ყველასთვის! ეს ერთადერთი გამოსავალია!” – ნიკოს კაპრაველოს

თესალონიკის “პაპანიკოლაუს” საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა, ნიკოს კაპრაველომ ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას შეშფოთება ვერ დამალა და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ვაქცინაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით.

“საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა მოშვების საშუალებას არ იძლევა. მოქალაქეებმა და სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აჩვენონ. ოპტიმიზმი იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებამ იპოვა იარაღი პანდემიასთან გამკლავებისთვის და რაც უფრო მეტი ადამიანი მივიღებთ ამაში მონაწილეობას, მით უკეთესად იქნება საქმე.

ჩვენ ჯერ არ გვინახავს ომიკრონის ვარიანტის მძიმე ეფექტები საავადმყოფოებში. ამ მუტაციით ავადობა არ არის მძიმე, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფოს ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის სისტემას საფრთხე ემუქრება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ახლა მედიკოსებიც ავადდებიან და პერსონალი მცირდება.

2022 წელსაც ერთადერთი იარაღი გვაქვს პანდემიის დასამარცხებლად და ეს არის მასობრივი ვაქცინაცია. როგორც ვხედავთ, ვერ ვაღწევთ ამ შედეგს, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად რჩება ვაქცინაციის ვალდებულების დაწესება ყველასთვის. 

არის გზა, გვაქვს ბრძოლის იარაღი. ძალიან ცოტანი არიან ისინი, ვისაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. ამ ვირუსთან არავინ უნდა ითამაშოს,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ