fbpx
საზოგადოება

წვიმა და ელჭექი საბერძნეთში – სად იქნება ინტენსიური ფენომენი მომდევნო საათებში?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში მომდევნო საათებში კლიმატური ფენომენი გააქტიურდება.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, შუადღემდე ცენტრალურ და დასავლეთ სტერეასა და თესალიაში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

შუადღიდან გვიან ღამემდე იწვიმებს თესალიაში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში. სეტყვა ძირითადად მოსალოდნელია საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, იონიისა და ეგეოსის ზღვაზე.

ათენში დღეს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი კი 27 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, დაფიქსირდება 26 გრადუსი და ნალექი.

 

onalem

ტესტ