fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა შემთხვევით საკუთარი დედა მოკლა

მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 4 აპრილს, ხალკიდაში მოხდა.

ბერძენ მამაკაცს მანქანა სახლის ეზოდან გამოჰყავდა და როდესაც მოატრიალა, საკუთარ დედას დაეჯახა, რომელიც იქვე იდგა, მაგრამ ვერ შენიშნა.

79 წლის ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფროდიტი ხონდროიანი ხალკიდას საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გენიმატას საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

მისი შვილი პოლიციამ შოკურ მდგომარეობაში მყოფი დააკავა, თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ