fbpx
რელიგია

მარუსის ეკლესია ნათლიებისგან ითხოვს დაამტკიცონ, რომ ჰომოსექსუალები არ არიან

გავრცელებული ინფორმაციით, მარუსის ეკლესიაში ჰომოსექსუალ პირებს ნათლიობის უფლება არ აქვთ. როგორც aftodioikisi.gr იუწყება, განკარგულებაში წერია, რომ როდესაც ნათლობის ცერემონიალი იგეგმება, პოტენციურმა ნათლიებმა აუცილებლად უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი საბერძნეთში ან საზღვრებს გარეთ ამავე სქესის ადამიანებთან ქორწინებაში არ ყოფილან და არ არიან ჰომოსექსუალები.

მიუხედავად ამისა, კიფისიის მიტროპოლიტი უარყოფს, რომ მსგავსი დადგენილება მარუსის ეკლესიამ შეადგინა.

“ის, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ვალდებულია გვითხრას, ვინ არის. ჩვენი მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება არ მიღებულა,” აცხადებს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ