fbpx
რელიგია

“კორონავირუსი სასიამოვნო დაავადებაა, ღვთისმშობელს მე ვთხოვე, ჩემთვის გამოეგზავნა” – მიტროპოლიტი ნეოფიტო

მიტროპოლიტი ნეოფიტო კარანტინის მდგომარეობიდან გამოვიდა და უჩვეულო განცხადებების გაკეთებას აგრძელებს. როგორც უკვე ცნობილია, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ვაქცინის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი რჩება.

სასულიერო პირი ამჯერად ამბობს, რომ კორონავირუსი ერთობ სასიამოვნო დაავადებაა და ღვთისმშობლისგან მან თავად ითხოვა, რომ დაინფიცირებულიყო. ამას გარდა, აცხადებს, რომ ერთადერთი ვისაც ვირუსი გადასდო თავისი მძღოლია და საერთო ჯამში ძალიან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი ინფიცირებული იყო, სასულიერო პირი ამ დრომდე უარს აცხადებს აცრაზე. პარალელურად, მსგავსი დამოკიდებულების გამო, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი, ხრისოსტომო აპირებს, რომ მომდევნო კვირას მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე დააყენოს.

onalem

ტესტ