fbpx
საზოგადოება

სიკვდილის პირას იყო და სასუნთქ აპარატზე შეერთებაზე უარს ამბობდა – ევანგელისმოში ვაქცინის მოწინააღმდეგე ქალი გარდაიცვალა

ევანგელისმოს საავადმყოფოში მომხდარ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკისა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდება სპეციალური გამოძიება, პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან პაციენტს არ აღმოუჩინეს საჭირო დროს საჭირო დახმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ვაქცინის მოწინააღმდეგე იყო და გარდა იმისა, რომ აცრაზე ამბობდა უარს, ასევე მკაცი უარი თქვა რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთებაზეც.

54 წლის ქალი არ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, რამაც მისთვის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვია და გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მას ჰქონდა სხვა დაავადებებიც, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე.

ფეისბუქში მწუხარება გამოხატა მისმა მეუღლემ, რომელსაც საკმაოდ ნეგატიურ კომენტარებს უწერენ პასუხად. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ცოლ-ქმარს ბოლო წუთამდე პანდემიის არ სჯეროდა და მამაკაციც, ფაქტობრივად, არ ცდილობდა ცოლის დახმარებას, მიუხედავად მისი უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობისა.

ქალის ორგანიზმში ჟანგბადის რაოდენობა იმდენად დაბალი იყო, რომ მისი გადარჩენა აპარატზე შეერთების გარეშე შეუძლებლად ჩათვალეს, მაგრამ მან ექიმებს მკაცრი უარი განუცხადა.

onalem

ტესტ