ხვალ წმინდა ცეცხლს ათენის აეროპორტში 18:30 საათზე ჩამოაბრძანებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იანის ამანატიდისი საბერძნეთის დელეგაციასთან ერთად, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად, იერუსალიმში გაემგზავრება.
ისინი თელ-ავივის აეროპორტში ჩაფრინდებიან, ხოლო შემდეგ უძველეს ქალაქ იერუსალიმში გადაინაცვლებენ, დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალს და დასასრულს გაიზიარებენ მას, საბერძნეთში ჩამოსაბრძანებლად.
მთავრობის თვითმფრინავი, რომლითაც წმინდა ცეცხლის ტრანსპორტირება მოხდება, ათენის აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება, სადაც სპეციალური ცერემონია გაიმართება.