fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის მთავრობა ჯანდაცვის სექტორში კორუფციული საქმიანობის გამოძიებას იწყებს

14 აპრილს საბერძნეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სექტორში არსებული კორუფციისა და სკანდალების გამოძიებას, რომელიც ქრთამის შეტანასა და სამედიცინო აღჭურვილობაზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მოიცავს. 300 კაციან პარლამენტში 187-მა წევრმა თანხმობა განაცხადა აღნიშნულ გამოძიებაზე, რომელიც 1997-2014 წლებს უკავშირდება. წინადადება მიიღო ”სირიზამ”, ”დამოუკიდებელმა ბერძნებმა”, ”პროგრესულმა ალიანსმა” (PASOK), ”ოქროს განთიადმა” და ”ცენტრისტულმა კავშირმა.”

ინიციატივა კორუფციის გამოძიების თაობაზე მთავარ ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას ”ახალ დემოკრატიას” ეკუთვნის. მთავრობა კატეგორიულად უარყოფს მის მონაწილეობას ნებისმიერ კორუფციულ საქმიანობაში. გამოძიება დაიწყება სკანდალურ საქმეებზე, რომლებიც 1996 წლიდან დღემდე ხდება.

პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა: ”უნდა მოხდეს ყველაფრის გამოძიება. უნდა გაიკრვეს ის, რაც საზოგადოებას ასე ძალიან აინტერესებს.”

როგორც ცნობილია, უნდა მოხდეს სახელმწიფოს ვალის თითქმის ერთი მეოთხედის გამოძიება, ვინაიდან 85 მილიარდი ევრო არის შავი ფული, რომელიც დაიხარჯა წამლების, დიაგნოსტირების და სხვადასხვა ანალიზების ფასების გადაჭარბებაში. ჯანდაცვის მინისტრის ანდრეას ხანთოსის აზრით, ზოგიერთი დანაშაული შესაძლოა მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ფიგურებს უკავშირდებოდეთ. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდება ჯანდაცვის მექანიზმში არსებული პრობლემები და ხარვეზები.

კორუფციის კარგი მაგალითია ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია შვეიცარულ კომპანია ”Novartis”-სთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ პროდუქციას პროპაგანდას უწევდა და ამის სანაცვლოდ ექიმებს ქრთამს სთავაზობდა.

onalem

ტესტ