fbpx
საზოგადოება

მომღერალი წარმოუდგენელი სიჩქარით მიდიოდა: კადრები Mad Clip-ის სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, რომლებიც ცნობილი მომღერლის, Mad Clip-ის ანუ პიტერ ანასტასოპულოს სიცოცხლის ბოლო წამებს აღწერს.

ვიდეოში ჩანს, რომ მომღერალი თავისი Porsche-ს მარკის ავტომობილით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს, ის საჭეზე კონტროლს კარგავს და გზიდან გადადის.

როგორც უკვე ცნობილია, ანასტასოპულო ჯერ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა და მისი მანქანა საზარელ მდგომარეობაში ჩავარდა, მისი სხეულის იქიდან გამოთავისუფლებას კი 2 საათი დასჭირდა.

ბერძნული მუსიკალური სფერო შეძრულია მომხდარით, მწუხარებას გამოთქვამენ თამთა, ხრისტოს მასტორა, Snik და კიდევ მრავალი ხელოვანი, რომელთანაც ანასტასოპულოს უთანამშრომლია.

ჩატარდება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა გაირკვეს იყო თუარა გარდაცვლილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ვინაიდან ის მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდა. Mad Clip-ს განსაკუთრებით უყვარდა სიჩქარე, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც.

onalem

ტესტ