fbpx
საბერძნეთი

დაყადაღებულია გიორგოს ტრაგას, მარია კარას პირადი ქონება – როგორ ვითარდება საქმე?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, გიორგოს ტრაგას მეუღლის, მარია კარას ქონებაც დააყადაღეს.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი დღეს გახდა და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არ არის საუბარი ტრაგასა და მის საერთო ქონებაზე, არამედ კარას პერსონალურ ქონებაზე, რომელიც ცალკე, ტრაგასგან დამოუკიდებლად ჰქონდა.

Alpha-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება ქალის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კარა აქტიურად იყო ჩართული თანხების მოპოვებაში, სხვადასხვა უკანონო გზებით.

ამას გარდა, ტელეკომპანია იუწყება, რომ დაყადაღებულია გიორგოს ტრაგას ორი საქმიანი პარტნიორის ქონება და ანგარიშებიც.

onalem

ტესტ