fbpx
საბერძნეთი

კუნძულ ლესვოსთან გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის 14 წევრით – ნაპოვნია მხოლოდ 1 მეზღვაური

უკვე რამდენიმე საათია, რაც კუნძულ ლესვოსთან ახლოს დაკარგული მეზღვაურების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სერიოზული ინციდენტი ლესვოსიდან დაახლოებით 4 საზღვაო მილში მოხდა, სადაც სატვირთო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის 14 წევრთან ერთად.

როგორც მედია იუწყება, ნაპოვნია მხოლოდ და მხოლოდ 1 მეზღვაური 14-დან და ის ცოცხალია. გადარჩენილი მამაკაცი საზღვაო ძალების ვერტმფრენით გადაიყვანეს.

106 მეტრი სიგრძის გემი ეგვიპტიდან მოდიოდა და 6.000 ტონა მარილით იყო დატვირთული, მისი საბოლოო დანიშნულების წერტილი სტამბოლი იყო, რომლის პორტამდეც, სამწუხაროდ, ვერ მიაღწია.

ირკვევა, რომ დილის 07:00 საათისთვის ეკიპაჟმა გააგზავნა ინფორმაცია, ტექნიკური პრობლემის შესახებ, შემდეგ 08:20 საათზე კიდევ გაუშვა May Day-ს სიგნალი და საბოლოოდ, რადარებიდან გაქრა.

onalem

ტესტ