fbpx
საზოგადოება

“მამა ანტონიოს ფეხებზე მასაჟს ვუკეთებდით, როგორც ყველა ბავშვი თავის მამას, რასაც ამბობენ, ყველაფერი სიცრუეა” – რას ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელი

ბერძნულ მედიასთან საუბრობს Κιβωτού του Κόσμου-ს ყოფილი აღსაზრდელი, პადელი, რომელიც ფაქტობრივად, სრულად უარყოფს ყველა იმ საჩივარს, რომელიც ამ დრომდე ორგანიზაციის თანამშრომლებისა და მამა ანტონიოს წინააღმდეგ არსებობს. ბიჭი იქ თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა და ამბობს, რომ მამა ანტონიო ერთადერთი ადამიანია, რომელიც მას ცხოვრებაში დახმარებია.

“მამა ანტონიო ჩემი მამაა, ასე იმიტომ ვეძახი, რომ ჩემი ნამდვილი მამა არასოდეს გამიცვნია. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ცხოვრებაში დაგვხმარებია მე და ჩემს ძმას. იქიდან, რაც ბოლო დღეებში ისმის, არაფერია რეალობა, არასოდეს მომხდარა მსგავსი რამეები. ვიცნობ იმ ადამიანებს, ვისაც ეს საჩივრები შეაქვთ, ორგანიზაცია ზრუნავდა არა მხოლოდ ამ 17 და 19 წლის ბიჭებზე, არამედ მათი დედებიც კი, ამ დრომდე VIP ოთახებში ცხოვრობენ.

დიახ, მე და ჩემი ძმა მამა ანტონიოს ფეხებსა და ზურგზე მასაჟს ვუკეთებდით, როგორც ყველა შვილი გაუკეთებდა მამას. მას ეს არასოდეს უთხოვია ჩვენთვის. რადგან ჩვენი მამა იყო, ჩვენ თავადვე გვინდოდა, მისთვის ეს გაგვეკეთებინა. თავად უარს გვეუბნებოდა, მაგრამ მაინც ვუკეთებდით, ჩვენივე სურვილით,”  ამბობს ბიჭი.

ამის შემდეგ პადელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჩივარი მტკნარი სიცრუეა და არავინ უნდა ბედავდეს მსგავსი რამის თქმას.

Κιβωτού του Κόσμου-სთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ