fbpx
საბერძნეთი

მოხუცების მომვლელი, “სერიული მკვლელი”, ბერძენი აღმოჩნდა!

ამ დრომდე უცნობი რჩებოდა ქალის ეროვნება, რომელმაც აღიარა, რომ როდოსზე იმ მოხუცებს ხოცავდა, რომელთაც უვლიდა. გავრცელებული სიახლეების კომენტარებში აქტიურად იწერებოდა, რომ ის უცხოელი იქნებოდა, თუმცა, საბოლოო ინფორმაციით “სერიული მკვლელი” ბერძენია, კუნძულ როდოსიდან.

ცხადია, ამ დრომდე გამოძიების მიერ დადასტურებული არ არის მისი დანაშაულები და ოფიციალურ ჩვენებას გამომძიებლის წინაშე ხუთშაბათს, 12:00 საათზე მისცემს.

მეორეს მხრივ, ერთ-ერთი ქალბატონის (რომელსაც ის უვლიდა და ამბობს, რომ მუცმივად სცემდა) მეუღლე აცხადებს, რომ ის უბრალოდ გონებრივად არ არის ნორმალურ მდგომარეობაში და არ იცის, თუ რას ამბობს.

“ეს ქალი ორი თვის მანძილზე მყავდა სახლში დამხმარედ. ჩემი მეუღლე ლოგინად იყო ჩავარდნილი და მეხმარებოდა, რომ მისთვის ტანსაცმელი გამომეცვალა, სხვა არაფერი გაუკეთებია. რასაც ამბობს, რომ სცემდა და სასტიკად ექცეოდა, არაფერია სიმართლე, რადგან მარტო არასოდეს დამიტოვებია და შესაბამისად, ტყუილია ეს ყველაფერი. ეს ქალი არ არის კარგად,” ამბობს მამაკაცი.

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულს ნამდვილად აქვს ფისიქიკური პრობლემები, ხოლო რაც შეეხება მკვლელობებს, სიმართლეს ამბობს თუ არა ქალი, გამოძიება დაადგენს.

onalem

ტესტ