fbpx
საბერძნეთი

4.000 პოლიციელი, დრონები, ვერტმფრენები და გადაკეტილი გზები ხვალ ათენში – 200 წელი საბერძნეთის რევოლუციიდან

ხვალ, 2021 წლის 25 მარტს, საბერძნეთის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებიდან ზუსტად 200 წელი სრულდება. 1821 წლის 25 მარტს ბერძნები ოსმალებისგან გათავისუფლდნენ და ის იყო პირველი ერი, რომელმაც ეს შეძლო. მათ წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა კონსტანტინოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა, რომელმაც საბერნეთი დაამკვიდრა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

საბერძნეთში დამოუკიდებლობის დღე ყოველი წლის 25 მარტს აღინიშნება და შესაბამისად, ხვალაც განსაკუთრებული მდგომარეობა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არ შედგება მოსწავლეთა მარში, როგორც ეს გასულ წლებში იყო.

ქალაქში გამოვა 4.000 პოლიციელი, იმუშავებს ორი ვერტმფრენი და 6-მდე დრონი. ყველა სასტუმროს უსაფრთხოებას, რომელიც უცხოურ დელეგაციას მიიღებს, მკაცრად გააკონტროლებს საბერძნეთის პოლიცია და როგორც ირკვევა, იმუშავებენ სნაიპერებიც.

როგორც ცნობილია, საბერძნეთს ესტუმრებიან უელსის პრინცი, კორნუოლის ჰერცოგინია, კვიპროსის პრეზიდენტი, რუსეთის პრემიერი და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.

ცხადია, ათენის ცენტრში გზები გადაკეტილი იქნება და განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს საგზაო პოლიცია აეროპორტის ტერიტორიასა და მასთან დამაკავშირებელ გზებზე, როდესაც ოფიციალური პირები ჩამოფრინდებიან.

 

 

onalem

ტესტ