fbpx
საბერძნეთი

“მაღაზიების გახნსაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ, არ ვიცით, როდემდე გასტანს ეს მდგომარეობა” – ექსპერტთა შეფასებები

პროფესორმა და ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ხარალამბოს გოგოსმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთში არსებული ეპიდმდგომარეობა მაღაზიების გახსნას გამორიცხავს.

“მაღაზიების გახსნაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ, რადგან ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა იმდენად დიდია, რომ სიტუაციის კონტროლი აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება. 

მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა იქნება 1.000, შეგვიძლია ვისაუბროთ ეტაპობრივ გახსნაზე. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ გეგმის შედგენა, როგორ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

ვაქცინაციის საფუძველზე პაციენტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება და მომდევნო კვირისთვის, სავარაუდოდ, ყოველდღიურმა მონაცემებმაც უნდა იკლოს. ცხადია, არც მათი გაზრდაა გამორიცხული, თუკი ზომები შესაბამისად არ იქნება დაცული. 

ქვეყანაში ვირუსის გადადების ინდექსი 1-ზე მაღალია. თუკი მდგომარეობა დასტაბილურდა, მომდევნო კვირიდან შესაძლოა ვიხილოთ კლება, მაგრამ 100%-ით არ ვიცით, თუ როდემდე გასტანს ეს ყველაფერი,” თქვა გოგოსმა.

პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ არ ემხრობა საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაავალდებულა ექიმები იმუშაონ, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, რადგან ფიქრობს, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

onalem

ტესტ