fbpx
საბერძნეთი

გმირები, რომლებზეც არ საუბრობენ – ხალხი, რომელმაც ცხოველები ხანძარში არ დატოვა

საბერძნეთში მძვინვარე ხანძრებს საბედნიეროდ მსხვერპლი არ ჰყავს, ამ დრომდე. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, როგორ იჩენს თავს ჰუმანიზმი მაშინ, როდესაც ადამიანი ყველაზე დიდი რისკისა და გამოწვევის წინაშე დგება – გადაირჩინოს სიცოცხლე.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ცეცხლწაკიდებული სახლებიდან გაქცევისთვის არც ისე დიდი დრო ჰქონდა, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არ მიატოვეს ხანძრის ეპიცენტრში მყოფი ცხოველები, მივიდნენ, წამოიყვანეს და დაეხმარნენ მათ, რომ ცოცხლად არ დამწვარიყვნენ.

ვარიბობიდან 250-სზე მეტი ცხენი მარკოპულოს პარკში გადაიყვანეს და ახლა უსაფრთხოდ არიან.

მედია ავრცელებს კადრებს, რომლებზეც დღევანდელობის გმირები არიან გამოსახულები, მეხანძრეთა და რიგით მოქალაქეთა სახით:

onalem

ტესტ