fbpx
საბერძნეთი

“შემდეგი დღეები იქნება უფრო რთული” – ნიკოს ხარდალიას საგანგებო მიმართვა

ნიკოს ხარდალია კვლავ საგანგებო ეთერით გამოვიდა და მოსახლეობას მიმართა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მომდევნო დღეები და კვირები კიდევ უფრო რთული იქნება.

“ბოლო 24 საათში სახანძრო სამსახურს 118 ხანძართან მოუწია ბრძოლა. ახლა ძალაშია და აქტიურად მუშაობს 112-იც, რაც ჩვენთვის დიდი დამხმარე ძალაა, მოსახლეობისთვის გაფრთხილების გაგზავნის მხრივ.

მომდევნო დღეები და არა მხოლოდ დღეები, არამედ კვირებიც, ძალიან რთული იქნება. უმორჩილესად გთხოვთ მოსახლეობას, რომ მოერიდოთ ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. 

ურთულესი იყო გუშინდელი ღამე არა მხოლოდ ატიკაში, არამედ ევიაშიც, სადაც ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს. საერთო ჯამში გაჩნდა 41 ახალი კერა, მთელი ღამის მანძილზე.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე და ყურადღება და მიჰყვეთ სახელმწიფოს მითითებებს,” განაცხადა ხარდალიამ.

ამ დროისთვის ევიაში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, მეხანძრეებს მუშაობაში ეხმარებათ ისიც, რომ არ არის ძლიერი ქარი, რაც ცეცხლს ჩვეულებრივ შემთხვევებში კიდევ უფრო აღვივებს.

ვარიბობისა და ევიას ტერიტორიებზე ათობით სახლი და მანქანაა დამწვარი.

onalem

ტესტ