fbpx
საბერძნეთი

სად შეიძლება გაიკეთოთ ათენში მანიკური ღამის 12 საათზე და თან კოქტეილი მიირთვათ?!

უჩვეულოა, მაგრამ რეალობაა, რომ ათენში მდებარე ერთ-ერთ სალონში შეგიძლიათ მანიკური გაიკეთოთ, პარალელურად კი, კოქტეილი მიირთვათ და ეს ყველაფერი, არც მეტი, არც ნაკლები, ღამის 22:00, 23:00 ან სულაც 00:00 საათზე გააკეთოთ.

საუბარია დაწესებულებაზე MZ NailZ, რომელიც ნეა სმირნიში მდებარეობს და ორი ტიპის მომსახურებას ერთად გთავაზობთ. აღნიშნულმა სალონმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოსავლები ამ გზით გაეზარდა და მომხმარებლებს, რომლებიც დღის მანძილზე დაკავებულები არიან, შესთავაზა მომსახურება გვიან ღამით. გვერდით მდებარე ბართან თანამშრომლობის საფუძველზე მოახერხეს, რომ კლიენტებმა თან კოქტეილი მიირთვან და თან მანიკურით ისიამოვნონ.

როგორც ჩანს, სალონი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მომსახურების განსაკუთრებული ფორმის გამო და კლიენტების რაოდენობასაც არ უჩივის.

“ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ ბევრი კლიენტი მოდის და ითხოვს, რომ გვიან დავუნიშნოთ ვიზიტი, იმიტომ, რომ დღისით მუშაობენ და არ აქვთ დრო, მეორეს მხრივ კი, ჰყავთ ბავშვები და აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები,” ამბობს ხელმძღვანელი.

onalem

ტესტ