fbpx
საბერძნეთი

სასამართლომ 11 წლის მარიოს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საბერძნეთის სახელმწიფოს დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის მარიოს გარდაცვალებაზე, რომელიც მენიდის ერთ-ერთ სკოლაში ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა საბერძნეთის სახელმწიფოს ეკისრება. სასამართლომ უარყო გასაჩივრების ის ფორმაც, რომელიც სახელმწიფომ ოჯახის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციასთან დაკავშირებით შეიტანა და განაცხადა, რომ: “საბერძნეთის სახელმწიფო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მარიოს ოჯახს 490.000 ევრო გადაუხადოს”.

პატარა ბიჭის დედ-მამა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის ერთგვარი შვებაა, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მათი ტკივილი განელდა, რადგან შვილს უკან ვერ დაიბრუნებენ.

მარიოს მამა, თანასის სულუკო protothema.gr-თან საუბრობს: “ჩემი შვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი საბერძნეთის სახელმწიფოა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ტოვებენ ყველა იმ წერტილს, სადაც კრიმინალის და დანაშაულის სერიოზული პრობლემა არსებობს, ისინი თამაშობენ ჩვენი სიცოცხლით. 5 წლის მანძილზე ჯერ არაფერი მოგვარებულა, რათა ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და ნორმალური ადამიანებივით.”

ოჯახის ადვოკატი დასძენს, რომ საბერძნეთის სახელმწიფომ მკაცრი და სასტიკი სახე სწორედ კრიმინალსა და დანაშაულთან ბრძოლაში უნდა გამოიჩინოს და არა ამ დედ-მამის წინაშე, რომელმაც მისი უპასუხისმგებლობის გამო, მცირეწლოვანი შვილი დაკარგა.

 

onalem

ტესტ