fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შესაძლებელია, რომ 17-18 აპრილისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატები გაუქმდეს

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, გიგას მაიორკინი, მედიასთან კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოსალოდნელია ვაქცინაციის სერთიფიკატების გაუქმება უახლოს მომავალში.

მისი პროგნოზით, შესაძლებელია, რომ აღდგომის კვირის დასაწყისისთვისაც კი, ანუ 17-18 აპრილისთვის, ვაქცინაციის სერთიფიკატებმა ძალა დაკარგონ. პროფესორის განმარტებით, თუ აღნიშნული პერიოდისთვის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აღარ დაფიქსირდება, სერთიფიკატები ფუნქციას დაკარავენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად აღარ იქნება აუცილებელი.

მაგრამ მაიორკინი იმასაც აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ დაბრუნდება, თუ პანდემია ისევ იფეთქებს და ეპიდმდგომარეობა დამძიმდება, ჰოსპიტალიზირებულთა და ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ.

“კორონავირუსი არ გაქრება, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ნურც იმას მოელით, რომ ზაფხულში მისი გავრცელება შეწყდება, უბრალოდ ეს ბევრად კონტროლირებად დონეზე იქნება.

ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რომ გვინდა დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას და კორონავირუსს გავუმკლავდეთ არა შემზღუდველი ზომებით, არამედ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით,” აცხადებს მაიორკინი.

 

onalem

ტესტ