fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: პრობლემები მაკედონიის აეროპორტში გაუარესებული ამინდის გამო

მაკედონიის აეროპორტში გაუარესებული ამინდის პირობებში თვითმფრინავები ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ვერ ახორციელებენ. ძლიერი ნისლის და შესაბამისად დაბალი ხილვადობის გამო აეროპორტში პრობლემები შეიქმნა.

ამ დროისთვის ჯერჯერობით გადადებულია ორი რეისი, ასევე ფრენა გადადეს აეროპორტისკენ მომავალი თვითმფრინავების ეკიპაჟმა.

გარდა ამისა, პრობლემებია თესალონიკის საავტომობილო გზებზეც, გართულებულია გადაადგილება.

ამის გამო პოლიცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ნისლის გამო დაფიქსირდა ორი ავტო ავარია, რომელსაც მხოლოდ მატერიალური ზარალი მოჰყვა.

როგორც აეროპორტის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უამინდობამ მსგავსი პრობლემები გამოიწვია.

თვითმფრინავები, რომლებსაც ნისლის პირობებში დასხდომა მოუწიათ, სრულიად სხვა გზით ისარგებლეს, რომელთაც მხარდაჭერის სისტემა განახლებული არ აქვთ.

onalem

ტესტ