fbpx
საბერძნეთი

“ფენომენი ბარბარა ატიკას შთამბეჭდავად “დაარტყამს”, მოსახლეობა 112-ისგან შეტყობინებას მიიღებს” – იანის კალიანოს

სინოპტიკოსი, იანის კალიანო ატიკის მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფენომენი, რომელსაც “ბარბარა” უწოდეს, რეგიონს შთამბეჭდავად დაარტყამს. რას გულისხმობს კალიანო?!

როგორც ჩანს, სინოპტიკოსი გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს არცთუ ისე ცუდი ამინდი და დაბალი ტემპერატურა გვაქვს, ხვალიდან მკაფიო კონტრასტს ვიხილავთ და თოვლი ათენის ცენტრამდეც მოაღწევს.

კალიანო პროგნოზირებს, რომ ატიკის მოსახლეობამ 112-ის საშუალებით მიიღებს გაფრთხილებას, რომ შეზღუდოს გადაადგილება, თუკი ეს ძალიან აუცილებელი არ არის.

მეორეს მხრივ, მედია იუწყება, რომ გრძელი რიგები ფიქსირდება მაღაზიებში, სადაც ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები იყიდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მართავს საგანგებო შეხვედრებს და სრულ მობილიზებას აცხადებს, ამინდის მოსალოდნელი გაუარესებიდან გამომდინარე, რათა მოსახლეობის დროული ინფორმირება მოხდეს.

onalem

ტესტ