fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 7 წლიანი პატიმრობა ემიგრანტ ქალს, რომელიც მოხუცს სასტიკად სცემდა და საბოლოოდ გარდაიცვალა

ტელეკომპანია Mega-ს მიერ მომზადებილი სიუჟეტიდან შოკისმომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი ემიგრანტი ქალის შესახებ, რომელიც სასტიკად ეპყრობოდა მოხუცს, რომლის მომვლელადაც მუშაობდა.

კერძოდ, საუბარია ბულგარელ ქალზე, რომელსაც 7 წლიანი პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა, საქმე კიდევ ერთხელ განიხილება სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კერძოდ, ეს ყველაფერი ხდებოდა 90 წლის ქალის სახლში, რომლის მომვლელადაც ბულგარელი მუშაობდა. მისმა ვაჟმა სახლში ფარული კამერა დაამონტაჟა, საიდანაც ხედავდა, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდა და სცემდა დედამისს ემიგრანტი ქალი. მოხუცი საკმაო ხანი იტანჯებოდა ტკივილებით, საბოლოოდ კი, გარდაიცვალა.

ამას გარდა, მამაკაცმა გამოიძახა ექიმიც, რომელმაც მოხუცი ავადმყოფობის დროს გასინჯა და აღნიშნა, რომ აშკარა იყო, მას სათანადო მოვლა არ ჰქონდა დაქირავებული დამხმარე ქალის მხრიდან.

გარდაცვლილი მოხუცის ვაჟი ამტკიცებს, რომ დედამისი გაგუდვით არის გარდაცვლილი და ბულგარელისთვის უკიდურესად მკაცრ სასჯელს ითხოვს, ამას გარდა, ამბობს, რომ მას დიდი რაოდენობით დამამშვიდებელ წამლებს ასმევდა იძულებით.

საქმის გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

onalem

ტესტ