fbpx
საბერძნეთი

ზამთრის ფასდაკლებები საბერძნეთში – მაღაზიები ამ კვირას, 21 იანვარსაც ღია იქნება

საბერძნეთის სავაჭრო ასოციაციის გადაწყვეტილებით, მაღაზიები ღია იქნება ამ კვირას, 21 იანვარსაც. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს ფასდაკლებები და საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება, გადაწყდა, რომ ისინი გაიხსნას ამ კვირასაც და მოსახლეობას ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა და დრო მიეცეს.

ასევე, ღია იქნება დიდი სავაჭრო ცენტრები: Golden Hall, The Mall, Mediterranean Cosmos და Designer Outlet Athens.

მაღაზიები კვირა დღეს, რა თქმა უნდა, იმუშავებს განსხვავებული გრაფიკით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ზოგიერთი შესაძლოა ღია იყოს 20:00 საათამდეც.

ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები საბერძნეთში მოქმედებს 29 თებერვლის ჩათვლით.

onalem

ტესტ