fbpx
საბერძნეთი

გვალვის ტალღა “კლეონის” ყველაზე ცხელი დღე დღეს, 14 ივლისს დაფიქსირდება – აკროპოლი 12:00-დან 17:00 საათამდე იკეტება

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, კვალვის ტალღის, სახელად “კლეონის” ყველაზე ცხელი დღე სწორედ დღეს, 14 ივლისს დაფიქსირდება. გვალვის ტალღის ხანგრძლივობა არის სწორედ ის, რაც მეცნიერებსა და მეტეოროლოგებს აწუხებთ, ვინაიდან იზრდება ხანძრების გაჩენის რისკიც.

როგორც არსებული მონაცემები აჩვენებს, მომდევნო დღეებში ტემპერატურა საბერძნეთში საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 5-10 გრადუსით მეტი იქნება. ყველაზე ცხელი დღეები იქნება 14 და 15 ივლისს, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ატიკის სანაპიროები, ძლიერი სიცხიდან გამომდინარე, დილის საათებიდანვე ხალხით აივსო. როგორც ჩანს, ხალხმა სანაპიროებს მიაშურა 06:30 საათის შემდეგ, რათა შუადღეს იქაურობას დატოვოს. ცხადია, 12:00-დან 17:00 საათამდე შუალედში მზის გულზე ყოფნა ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათოა.

რეგიონები, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, არის: ცენტრალური მაკედონია, ატიკა, ვიოტია, ფთიოტიდა, ლარისა, პელოპონისო, დასავლეთი და სამხრეთი საბერძნეთი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ათენის მთავარი ღირშესანიშნაობა, აკროპოლი, დაკეტილი იქნება 12:00-დან 17:00 საათამდე.

onalem

ტესტ