fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

რომელ ახალ ზომებს განიხილავს საბერძნეთის მთავრობა – ცვლილებები კაფე-ბარების მუშაობასთან დაკავშირებით

მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას ინფორმაციით, კირიაკოს მიცოტაკი და სხვა მაღალჩინოსნები, ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი ზომების მიღებაზე მუშაობენ. ატიკის რეგიონი კვლავ “წითელ” ზონად რჩება, რადგან ოქტომბერში ყოველი ორი ინფიცირებულიდან ერთი სწორედ ატიკაზე მოდის.

როგორც სტელიოს პეცასი და ვასილის კიკილიასი აცხადებენ, ამ ეტაპისთვის მთავრობის მაგიდაზე განსახილველ თემად დევს პირბადეების უნივერსალური ტარება. ანუ უახლოეს მომავალში შესაძლოა დაწესდეს ვალდებულება, რომ პირბადე ატიკის რეგიონში უნდა ვატაროთ როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

მთავრობის სპიკერი განმარტავს, რომ კარანტინი არის უკიდურესი ზომა, რომლის მიღებასაც ისინი ამ ეტაპისთვის არ აპირებენ და განიხილება მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში.

ამასთანავე, პეცასმა აღნიშნა, რომ შესაძლოა კაფე-ბარების, რესტორნებისა და ტავერნების სამუშაო საათები გაიზარდოს და მათ მიეცეთ უფლება იმუშაონ ღამის 1 საათამდე და არა ღამის 12 საათამდე, როგორც ეს ახლა არის მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა.

 

onalem

ტესტ