fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული: მამაკაცმა ვაქცინაციის სერთიფიკატი მაისურზე დააბეჭდინა

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, თესალონიკში მცხოვრებმა მამაკაცმა ვაქცინაციის სერთიფიკატი მაისურზე დააბეჭდინა და ასე გადაადგილდება.

მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სერთიფიკატის წარდგენას სთხოვენ, არ დასჭირდეს ფურცლის ან ტელეფონის ჩვენება:

“იმიტომ გავაკეთე, რომ როდესაც სადმე შესვლა მინდა, პირდაპირ მოხდეს დასკანერება და არ დამჭირდეს ყოველ ჯერზე ვაქცინაციის სერთიფიკატის ჩვენება. ყოველდღიურად მივდივარ ბანკებში, კაფეებში, სამსახურში. მხოლოდ ამ მაისურით ვაპირებ, რომ ვიარო და ვფიქრობ კიდევ 4-5 დავაბეჭდინო,” განაცხადა მან.

onalem

ტესტ