fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დღეიდან შეზღუდვები ბანკებშიც, გადაადგილების აკრძალვის გამო

საბერძნეთის საბანკო გაერთიანება მოსახლეობას იმ ოპერაციების შესახებ ატყობინებს, რომელთა შესრულებაც დღეიდან, 24 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ბანკებში აღარ განხორციელდება. შეზღუდვები უკავშირდება კორონავირუსის საფრთხის გამო მოსახლეობის გადაადგილების აკრძალვას.

კერძოდ, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია სალაროებთან უშუალო დასწრებით არ განხორციელდება, არამედ შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბანკომატის საშუალებით და ინტერნეტ (ონლაინ) ბანკის საშუალებით.

  1. თანხის გატანა ყოველდღე მხოლოდ 400 ევრომდე ოდენობით, დასაშვები იქნება მხოლოდ ბანკომატებიდან, ცხადია, ბარათის გამოყენებით. ვინაიდან გაჩნდა საფრთხე ბანკომატების სწრაფად დაცარიელების თაობაზე, საჭირო გახდა, რომ თანხის გატანის დასაშვები ოდენობა შეზღუდულიყო.
  2. ბანკის ანგარიშზე თანხის შეტანა 1.000 ევროს ოდენობით, ასევე შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბანკომატის საშუალებით, ბარათის გამოყენებით.
  3. მესამე პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ან კომუნალური გადასახადების გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ონლაინ ბანკის ან ბანკომატის მეშვეობით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკებში მომსახურების მოთხოვნის შემცირების გამო, შემცირებულია თანამშრომელთა რაოდენობაც. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება იმ თანამშრომელთა უსაფრთხოებას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ.

onalem

ტესტ