fbpx
საბერძნეთი

“ოქროს განთიადის” სასამართლო – მიხალოლიაკო პროცესის გადადებას ითხოვდა, იანის ლაგო თავს “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებს

დღეს “ოქროს განთიადის”, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის წევრების სასამართლო პროცესი შედგა. ადგილზე არ იმყოფებოდა ნიკოს მიხალოლიაკო, რომელიც ადვოკატმა წარადგინა და მისი სახელით პროცესის გადადება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი კლიენტი კორონავირუსით დაავადების შემდეგ რეანიმაციაში ორი თვე იწვა და ამჟამად სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება.

“ჩემს კლიენტს კოვიდით დაავადების შემდეგ აქვს სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები. მან არც კი იცის გადაწყვეტილების შესახებ, არ იცის, თუ რისთვის ასამართლებენ.”

მანამდე კი, მოსამართლემ გამოაცხადა დარბაზში მსხდომ ბრალდებულთა სახელები და გვარები, მათ შორის არის იანის ლაგოს, რომელიც თავს “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებდა. სააპელაციო სასამართლო დღეს 54 ბრალდებულს გაასამართლებს.

ცხადია, ადგილზე იმყოფება პავლო ფისას დედა, მაგდა ფისაც.

 

onalem

ტესტ