fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დიდი მეწყერი კრეტაზე – დაბლოკილია სახლებთან მისასვლელი გზები

კრეტაზე უამინდობის გამო მორიგი მეწყერი ჩამოწვა. როგორც ცნობილია, გუშინ ღამით დაფიქსირდა ორი მეწყერი, ჩამოშლილია ნიადაგის დიდი მასა. არის მატერიალური ზარალი, თუმცა, ადამიანები არ დაშავებულან.

მეწყერმა შუაში მოიყოლა საცხოვრებელი სახლები, რომლებთან მისასვლელი გზებით დაბლოკილია და ირაკლიოს მუნიციპალიტეტი მუშაობს, რათა გზები მალე გაიხსნას.

შეგახსენებთ, რომ მეწყერის გარდა, ძლიერი წვიმის გამო ადიდებული იყო მდინარე გეროპოტამიო, რომელმაც მანქანა წაიღო და ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

onalem

ტესტ