fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენი ბერძენი მიირთმევს ყავას გარეთ და რამდენი სახლში?!

შესაძლოა ძალიან სასიამოვნოა კაფეში მეგობრებთან ერთად ყავის მირთმევა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ საყვარელი სასმლის სახლში მირთმევა მაინც პირველ ადგილზე დგას.

ბერძნების 60% ყავას სახლში სვამს, ხოლო 40% გარეთ. კვლევის მონაცემებს “Elasticity Study” აქვეყნებს.

საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოება ამ სასმელს განსაკუთრებულ პატივს სცემს და თითო ადამიანზე 510 ფინჯანი განისაზღვრება, ეს კი ნიშნავს, რომ წლიურად ერთი ადამიანი საშუალოდ 5 მილიარდ ფინჯან ყავას სვამს.

საერთო ჯამში, თანხა, რომელიც მხოლოდ ყავის ბიზნესში ტრიალებს, 400 მილიონ ევროს უდრის, ხოლო სახლისთვის განკუთვნილი ყავისთვის მოსახლეობა 3 მილიარდ ევროს ხარჯავს.

ბერძნულ ყავას მოსახლეობის 32% მიირთმევს, 28%-ს Espresso ურჩევნია, ხოლო 10% სახლში სხვადასხვა სახის ყავას სვამს.

onalem

ტესტ