fbpx
საბერძნეთი

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ნოემბრის თვეში საბერძნეთში – 35,1 გრადუსი კრეტაზე

მიმდინარე შემოდგომა საბერძნეთში საკმაოდ უჩვეულოა და ფიქსირდება იმაზე მაღალი ტემპერატურა, ვიდრე ეს სეზონისთვის არის დამახასიათებელი. უახლესი შეფასებებით, მიმდინარე თვეში ევროპის მასშტაბით დაფიქსირდა რეკორდი და ადგილი, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, სწორედ საბერძნეთშია – ეს კუნძული კრეტაა.

როგორ ირკვევა, 4 ნოემბერს საბერძნეთის 51 მეტეოროლოგიურ სადგურზე დაფიქსირდა 30 გრადუსზე მეტი, ხოლო ყველაზე ცხელი წერტილი აღმოჩნდა ლასითი, სისის ტერიტორია, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, 35,1 გრადუსი დაფიქსირდა.

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საბერძნეთში ექსპრეს-უამინდობა გვაქვს და ჩრდილო-დასავლეთით დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა. წარმოგიდგენთ რუკას, რომელზეც ასახულია ნალექის რაოდენობა 16:00 საათამდე.

onalem

ტესტ