fbpx
საბერძნეთი

კრეტა: ბერძენმა მამაკაცმა ემიგრანტები დაიქირავა და სხვა ადამიანების მიწებიდან 27, 500 ევროს ზეთისხილი მოაკრეფინა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუყება, რომელსაც, როგორც ირკვევა, პრეცენდენტი არ აქვს. კრეტაზე ბერძენმა 35 წლის მამაკაცმა ორი ემიგრანტი დაიქირავა, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო კი ზეთისხილის შეგროვება იყო.

როგორც ჩანს, მამაკაცები მაშინვე შეუდგნენ საქმეს და რამდენიმე დღის მანძილზე მუშაობდნენ, საბოლოოდ კი, გასულ ხუთშაბათს ისინი ადგილობრივმა შენიშნა და პოლიციის განყოფილებაში განაცხადა. აღმოჩნდა, რომ პაკისტანელი ემიგრანტები სრულიად სხვა ადამიანის მფლობელობაში არსებულ მიწაზე მუშაობდნენ, რის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდათ.

35 წლის ბერძენის ქმდებების შესახებ სწორედ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც პაკისტანელებმა თქვეს, რომ სწორედ მან დაავალა ზეთისხილის შეგროვება იმ ტერიტორიაზე, რომელიც სხვა ქალბატონს ეკუთვნის.

ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 35 წლის მამაკაცის სახლიდან მინიმუმ 42 ტომარა ზეთისხილი ამოიღო, რომელიც რეალურ პატრონებს დაუბრუნდა. მოპარული რაოდენობის ზეთისხილის ღირებულება კი, მათი შეფასებით 27,500 ევროა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, კიდევ ვისი მიწიდან მოიპარა ნაყოფი ბერძენმა აღნიშნული ხრიკით.

onalem

ტესტ