fbpx
საბერძნეთი

ემიგრაციაში მყოფი ყოველი 20 ბერძენიდან მხოლოდ 1 ფიქრობს მომდევნო 5 წელიწადში სამშობლოში დაბრუნებას

მაკედონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული კვლევების დეპარტამენტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბერძენი ემიგრანტების დამოკიდებულება დაბრუნებასთან დაკავშირებით შემდეგია: გამოკითხულთა უმრავლესობა, 67% (დაახლოებით შვიდი ათიდან) პასუხობს, რომ არ არსებობს საბერძნეთში დაბრუნების შესაძლებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. საუბარია ემიგრანტებზე, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვეს.

კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც მაკედონიის უნივერსიტეტში ჩატარდა, გაირკვა, რომ გამოკითხული ბერძნებიდან, ყოველი 20-დან მხოლოდ 1 ფიქრობს, რომ მომდევნო 5 წელიწადში სამშობლოში დაბრუნდება.

“საბერძნეთიდან წასულ ადამიანებს არ გააჩნიათ ძლიერი რელიგიური და ეროვნული იდენტობა, ისინი თავს მსოფლიოს მოქალაქეებად უფრო გრძნობენ, ამიტომ იმ ქვეყანაში, სადაც არიან, თავს უფრო ქმედუნარიანად გრძნობენ იმ თანამოქალაქეებთან შედარებით, რომლებიც საბერძნეთში არიან და ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძვიან.

ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასული, ძირითადად განათლებულები არიან, ცნობილია, რომ ბერძნებს, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ ცოდნას და გამოცდილებას, უნდათ, ეს ყველაფერი თავიანთ სამშობლოს მოახმარონ, მაგრამ ვერ პოულობენ საკმარის სტიმულს უკან დასაბრუნებლად,” ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 565 ადამიანი, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, შვედეთში, ჰოლანდიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ა.შ.

onalem

ტესტ