fbpx
საბერძნეთი

“არსებობს ბირთვული კატასტროფის საშიშროება, არაფერი გამოირიცხება!” – საბერძნეთის წმინდა სინოდი უკრაინის ომის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს

საბერძნეთის წმინდა სინოდი უკრაინის ომის წინააღმდეგ ხმას კიდევ უფრო იმაღლებს და გმობს რუსულ აგრესიას.

კერძოდ, წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველას, მათ შორის უმაღლეს სასულიერო პირებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები და ომის შეჩერება სცადონ. “ომი შეიძლება არ არის ახალი, მაგრამ ეს არ ხდის მას ნაკლებად საზიზღარს. არცერთი გამოწვევა, არცერთი საბაბი და დევნა არ შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გასამართლებელი საბუთი. ომი არა მხოლოდ არ წყვეტს პრობლემებს, არამედ ხელს უწყობს აგრესიის, ძალადობის, ტკივილის, სიძულვილის გაღრმავებას, ასევე ადამიანის სიცოცხლის ციკლის შეწყვეტას, რომელსაც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, პატივს უნდა ვცემდეთ.

იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა, იღუპებიან ბავშვები, ნადგურდება ტაძრები და მონასტრები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და კულტურული მნიშვნელობის უძველესი ძეგლები, ლტოლვილთა ჯარები კი, უიმედოდ ეძებენ გაქცევის გზებს. ამას გარდა, არსებობს ბირთვული კატასტროფის საშიშროება და პარალელურად, არ არის გამორიცხული, რომ ომი გლობალურ მასშტაბებს მიიღებს,” აცხადებს საბერძნეთის წმინდა სინოდი.

onalem

ტესტ