fbpx
საზოგადოება

გაიცანით უკრაინული კაფე ათენის გულში, რომელსაც საბერძნეთის პრეზიდენტი ეწვია

ქალბატონი ლესია განუწყვეტლივ, დაუღალავად ტრიალებს თავის არაჩვეულებრივ კაფეში, რჩევებს აძლევს თავის ქალიშვილს, ოლენას, პასუხობს ტელეფონს, რომელიც შეუჩერებლად რეკავს და ესალმება თავის სტუმრებს, რომლებსაც სახელებით იცნობს და ყველას ეკითხება თავის ამბებს – ვისზე ვსაუბრობთ?! ლესია სლობოდიანი უკრაინელი ქალბატონია, რომელიც ათენის გულში, ექსარხიაში, არაჩვეულებრივ კაფეს, Bistrot, ფლობს და მას სულ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პრეზიდენტი ეწვია.

უკრაინულ კაფეს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ბერძნებიც: მანია პაპადიმიტრიუ, აგაპიტოს მანდალიოს, მატულა ზამანი, რომელიც ქ-ნ ლესიას ახლო მეგობარიც არის. როგორც ირკვევა, ექსარხიაში მდებარე ეს კაფე ბევრი მხატვრის, მუსიკოსისა და სხვა ხელოვანების მყუდრო “თავშესაფარია”.

ქ-ნ ოლენა საბერძნეთში 1999 წელს ჩამოვიდა, ჩერნობილის კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგ და როგორც ამბობს, ის “ეკოლოგიური” ემიგრანტია, თუკი ასეთი სტატუსი საერთოდ არსებობს. კითხვაზე კი, რატომ საბერძნეთი, პასუხობს: “იმიტომ, რომ გამზარდა მამამ, რომელიც ეთაყვანებოდა ბერძნულ კულტურას. მან მასწავლა, რომ უნდა ვყოფილიყავი უბრალო, მტკიცე და დამეცვა ჩემი სიტყვა.”

ნახეთ კადრები უკრაინელი კაფედან, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

მისამართი: ექსარხია, ემანუილ ბენაკის 67. ტელ: 210 380 1771.

onalem

ტესტ