fbpx
საზოგადოება

“ჩავსხედით და რომ ჩამოვფრინდები, დაგირეკავ” – ბოლო მესიჯი მეუღლეს, სიკვდილამდე 6 წუთით ადრე

მსოფლიო პრესა ნელ-ნელა ავრცელებს ავია კატასტროფაში დაღუპულთა ვინაობას და ფოტოებს. იღბლიანი ერი მხოლოდ ბერძნები აღმოჩნდნენ, რადგან ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთ გადარჩენილ ბერძენ მგზავრზე იწერება. გარდაცვლილებს შორის არის კანადური ოჯახის ექვსი წევრი. შემზარავია ფაქტი, რომ იგივე კომპანიის ამავე სახის ლაინერი ოქტომბერშიც ჩამოვარდა, მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ჩინეთმა ყველა ფრენა მოხსნა, რომელიც ამ ავია კომპანიას უნდა შეესრულებინა.

არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის იყო ოთხი თვის წინ დაქორწინებული ინდოელი სიკა გარკიც, რომელსაც მეუღლე სამოგზაუროდ წასვლას სთხოვდა, მაგრამ ქალს ეთიოპიაში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოუწია ჩასვლა. მისი დაბრუნებისთანავე წყვილი თაფლობის თვეში გამგზავრებას გეგმავდა… მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.

სიკამ საბედისწერო ბოინგში ჩაჯდომისას ქმარს მისწერა: “ჩავსხედით, როცა ჩამოვფრინდები, დაგირეკავ.”

მისი მეუღლე ვერ იჯერებდა, როდესაც კატასტროფის შესახებ შეიტყო. მან მესიჯი 6-7 წუთით ადრე მიიღო, ვიდრე სიკა გარკი სხვა 156 ადამიანთან ერთად დაიღუპებოდა.

ბრიტანული მედია ბრიტანეთის მოქალაქეების ფოტოებს ავრცელებს:

onalem

ტესტ