გაზაფხული ბრუნდება – ხვალიდან ათენში ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება

მეტეოროლოგ იანის კალიანოსის ინფორმაციით, მომდევნო ხუთი დღის მანძილზე საბერძნეთს კვლავ გაზაფხული დაუბრუნდება. მინიმუმ ხუთი დღის მანძილზე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, სეზონთან მიამრთებაში საკმაოდ მაღალიც კი.

კერძოდ, ტემპერატურა 7 გრადუსით მოიმატებს და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 24 გრადუსიც კია მოსალოდნელი.

ამინდს აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია აფრიკის კონტინენტიდან მონაბერი თბილი ჰაერის მასებით.

დილის საათებში შესაძლოა ნისლი შეინიშნებოდეს, თუმცა, დღის მანძილზე ათენში ჰაერი 22-24 გრადუსამდე გათბება.

ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია 13 გრადუსი, სამხრეთით კი 15-16 გრადუსი.

 

melano

ტესტ