fbpx
საბერძნეთი

34 წლის ქალის უცნაური გაუჩინარება თესალონიკში – ბოლოს ტავერნაში უფასო საჭმელს ითხოვდა

თესალონიკში 34 წლის ხრისანთი მუხტაროპულუს გაუჩინარება უკვე რამდენიმე დღეა იდუმალებით მოცული საქმეა. ის კონკრეტულად დიავატადან უკვალოდ გაქრა, სადაც ოჯახით ცხოვრობს.

როგორც ირკვევა, ის სახლიდან 1-ელ დეკემბერს გავიდა ისე, რომ თან არაფერი წაუღია, არც თანხა და არც ტელეფონი. 34 წლის ქალის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილმა” და ძებნაში მონაწილეობენ მოხალისეები.

ოჯახის თქმით, ქალი საკუთარ სამსახურში სერიოზული ბულინგის მსხვერპლი იყო და ამის გამო ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს და განსაკუთრებით ღელავენ.

არსებული ცნობებით, ხრისანთი მუშაობდა ათენში და სწორედ აქ განიცდიდა სამსახურეობრივ ზეწოლას, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო თესალონიკში, თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯერ ისევ არ იყო კარგ მდგომარეობაში.

კამერების ბოლო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ხრისანთი ერთ-ერთ ტავერნაში შევიდა, სადაც თავაზიანად ითხოვა საკვები. ოჯახი მოსახლეობას სთხოვს, რომ თუკი რაიმე ინფორმაცია იციან მის შესახებ, პოლიციას დაუყოვნებლივ შეატყობინონ.

 

onalem

ტესტ