fbpx
პოლიტიკა

ერდოღანის ათენში ვიზიტი 20 კადრში – “ჩვენ ძმები ვართ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრით”

ერდოღანის საბერძნეთში ვიზიტს ბერძნული მხარე დადებითად აფასებს მას შემდეგ, რაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ თურქეთის პრეზიდენტი რადიკალურ პოზოციას აფიქსირებდა და აცხადებდა, რომ არც კი აპირებდა კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას. გუშინ კი, ერდოღანი პრემიერის სასახლესთან იდგა და საბერძნეთის პრემიერთან ერთად.

ბრიფინგის დროს თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერძნებსა და თურქებს შორის არ არსებობს ისეთი სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ არის შესაძლებელი, ორ ერს კი ძმები უწოდა. მეორეს მხრივ, მიცოტაკიმ აღნიშნა, რომ ნამდვილად არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, რომ ვიზიტი თავისთავად მიუთითებს ორივე მხარის განზრახვაზე, რომ ეძებონ გზები, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამ ურთიერთობას ბევრჯერ დაემუქრა საფრთხე, ისევე როგორც მშვოდობას ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში ჩვენი კომუნიკაცია დადებითი კუთხით ვითარდება. ბერძნებმა და თურქებმა უნდა იცხოვრონ მშვიდად და განიხილონ პრობლემების გადაწყვეტის გზები. თუ ეს პრობლემები მაინც არ გადაწყდება, ამ ფაქტმა ავტომატურად არ უნდა გამოიწვიოს დაძაბულობა,” განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ კადრები:

 

onalem

ტესტ