fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბებიამ 10 წლის შვილიშვილი 65 წლის მამაკაცის მხრიდან სექსუალურ ძალადობას გადაარჩინა

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ, რომელიც პირგოში, ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, protothema.gr იუწყება. 65 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნული ოჯახის ნდობით სარგებლობდა, მათთან სტუმრად იმყოფებოდა და იქ იყო 10 წლის გოგონაც.

საქმის მასალების მიხედვით, ბებიამ დაინახა, რომ მამაკაცმა 10 წლის გოგონა ხელში აიყვანა და ეფერებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდებოდა საზღვრების ფარგლებში. კონკრეტულ მომენტში შენიშნა, რომ მან ბავშვის შარვლიდან ამოიღო ხელი. ქალმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და პოლიცია გამოიძახა. 65 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ქალი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის ბავშვს სასქესო ორგანოზე შეეხო.

მოგვიანებით ფსიქოლოგის მიერ მოხდა ბავშვის შემოწმება და გასაუბრების დროს, გოგონამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად ეხებოდა მას სასქესო ორგანოებზე.

65 წლის მამაკაცი პოლიციამ პროკურატურაში გადაიყვანა, ბრალად ედება არასრულწლოვანზე ძალადობა და ოფიცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

როგორც ბავშვის ბებია ამბობს, ეს ფაქტი, რომ შეუმჩნეველი დარჩენოდა, შესაძლებელია მამაკაცს ბევრად უარესი ქმედებები ჩაედინა.

onalem

ტესტ