fbpx
საბერძნეთი

ათენი: 36 წლის მამაკაცი დასა და დის ქმარს თავის 12 წლის შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატისიონის პოლიციის განყოფილებაში 36 წლის მამაკაცმა საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

კონკრეტულად, საჩივარი შეტანილია 44 წლის ქალისა და 41 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, ორივე მათგანი ბერძენია. 12 წლის გოგონა მათ სახლში იმყოფებოდა და როგორც საჩივრიდან ირკვევა, 44 წლის ქალი ბავშვის მამიდაა. სწორედ მათ ბინაში მოხდა თავდასხმა.

36 წლის მამაკაცს ბავშვმა თავად დაურეკა და უთხრა, რომ მათი მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

პატისიონის პოლიციის განყოფილებაში საქმე ორი ბერძენის წინააღმდეგ ბავშვის გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით აღიძრა.

 

onalem

ტესტ