fbpx
საბერძნეთი

კვლავ დროის ცვლილება საბერძნეთში: საათებს 26 მარტს კვლავ ერთი საათით წინ გადავწევთ

საბერძნეთში მარტის თვის ბოლო კვირას კვლავ ზაფხულის დროზე დავბრუნდებით და ეს 2023 წელს კონკრეტულად 26 მარტს მოხდება.

03:00 საათზე დრო შეიცვლება და დაფიქსირდება 04:00 საათი, შესაბამისად, საჭირო იქნება, რომ საათები გადავწიოთ 1 საათით წინ.

როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირი განიხილავდა, რომ გარკვეული ცვლილებები მომხდარიყო 2021 წელს და დრო აღარ შეცვლილიყო, თუმცა, დებატები რაიმე შედეგამდე არ მისულა, კოვიდიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ამას გარდა, Brexit-მა გაართულა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ირლანდიასთან და ბრიტანეთთან მიმართებაში.

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება კვლავ აღნიშნული საკითხის გასახილველი სხდომა და როდის მივა ევროკავშირი კონკრეტულ საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

 

 

onalem

ტესტ