fbpx
საბერძნეთი

ათენის შემდეგ პოლიციის ოფიცრები თესალონიკსაც ემატება – გაძლიერებული კონტროლი 100-სზე მეტი ოფიცრით

როგორც უკვე ცნობილია, ათენში 20 იანვრის შემდეგ დამატებით გამწესდნენ პოლიციის ოფიცრები, კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის გაზრდის მიზნით. როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო აცხადებს, იგივე ზომები ხორციელდება თესალონიკშიც, სადაც ასევე საჭიროა პატრულირების გაძლიერება.

როგორც თეოდორიკაკო განმარტავს, აღნიშნული ოფიცრები იმუშავებენ ძირითადად ღამის საათებში პატრულირებისთვის:

“მოქალაქეთა უსაფრთხოება ჩვენი მთავრობის პირველი პრიორიტეტია. დღეს შევხვდი თესალონიკისა და ცენტრალური მაკედონიის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას, შესაბამისად, ვაძლიერებთ თესალონიკის პოლიციას 104 ახალი ოფიცრით, რათა ღამის პატრულირება გაიზარდოს და გახშირდეს. 

ამ დროისთვის 60 ოფიცერი სრულ მზადყოფნაშია, რათა გავიდეს ქუჩებში და გაუმკლავდეს გარკვეულ მსუბუქ დანაშაულებს, რომლებიც შესაძლებელია არსებობდეს ყოველდღიურად თესალონიკის ქუჩებში ან მოახდინონ მათი პრევენცია, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.”

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ 2022 წელს, 2015-2019 წლებთან შედარებით, კრიმინალის 25%-ით შემცირება ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა რეგიონში.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებმა თავი რაც შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნონ,” დასძინა თეოდორიკაკომ.

onalem

ტესტ