fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 35 წლის ასტროფიზიკოსი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სამწუხარო ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 35 წლის ასტროფიზიკოსი, ბრიტანელ-კვიპროსული წარმომავლობის ნატალი ქრისტოფერი კუნძულ იკარიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მისი კვალი ორშაბათს დილიდან გაქრა, როცა, როგორც ცნობილია, ის სარბენად წავიდა და აღარ დაბრუნდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი პოლიციამ კერამეს კანიონის ტერიტორიაზე იპოვა. ეს კანიონი ახლოს მდებარეობს იმ სასტუმროსთან, სადაც ასტოფიზიკოსი თავის პარტნიორთან ერთად იყო გაჩერებული.

ამ წუთებისთვის მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

onalem

ტესტ