fbpx
საზოგადოება

ფეისბუქზე წერდა, რომ ეს საუკეთესო ადგილი იყო, სწორედ იქ, სადაც გარდაიცვალა

კუნძულ იკარიაზე 35 წლის ასტროფიზიკოსი ქალის გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი შეძრა. მედიის ინფორმაციით, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ კუნძულზე არაჩვეულებრივ დროს ატარებდა და ეს საუკეთესო ადგილი იყო ცურვისა და კანიონების დაპყრობისთვის.

როგორც უკვე ცნობილია, ბრიტანელ-კვიპროსელ ნატალი ქრისტოფერს ორი დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ, საბოლოოდ კი კანიონში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიცია იუწყება, რომ მოხდა მისი 38 წლის პარტნიორის დაკითხვა და გამოძიებას ხელჩასაჭიდი ამ მხირვ არ აქვს. ამ ეტაპზე არ არსებობს ეჭვის არანაირი საფუძველი, რომ ქალის მეორე ნახევარს მის სიკვდილთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. სისხლი კი, რომელიც მათი სასტუმროს ოთახში, საწოლზე იპოვეს, უბრალოდ ცხვირიდან წამოსული სისხლია, რაც ბუნებრივი მიზეზით მოხდა.

ასევე ცნობილია, რომ წყვილი კვიპროსში ათენის გავლით 4 აგვისტოს უნდა გამგზავრებულიყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ქალი კანიონში, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

onalem

ტესტ